მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შოკოლადის ფონდიუ / shokoladis fondiu
2014-07-25, 6:24 PM |
შემადგენლობა:
150 გ მწარე შოკოლადი
150 გ 33%-იანი ნაღები
ხილი ან ბისკვიტი.
მომზადების წესი:
შოკოლადის ფონდიუში ინდენად ცოტა ინგრედიენტებია, თითქოს ყველაფერი ძალიან იოლი უნდა იყოს, მაგრამ ყველა კერძის მომზადებას თავისი ნიუანსები აქვს და გამონაკლისი არც ფონდიუა.
პირველი ნიუანსი:
დაასხით დატეხილ შოკოლადს ცივი ნაღები და ერთად მიიყვანეთ ადუღებამდე ორთქლზე და არა პირდაპირ ცეცხლზე. თუ შოკოლადს პირდაპირ ცხელ ნაღებს დაასხამთ, სქელ, მწებარე მასას მიიღებთ, ნაღები კი შესაძლოა აიჭრას. მომზადებას 2-3 წუთი სჭირდება. სასურველია ამ დროს შოკოლადიან მასას მუდმივად ურიოთ.
მეორე ნიუანსი:
ყველის ფონდიუ იმავე ჭურჭლით შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს, რომელშიც მოამზადეთ, შოკოლადის ფონდიუ კი მზადდება ორთქლზე, ემალის ჯამში, ხოლო სუფრაზე აუცილებლად თიხის ჭურჭლით უნდა მიიტანოთ, რადგან ძალიან ცხელ ფონდიუს არ აქვს შოკოლადის მაგიური არომატი. ამიტომაც გამზადებული შოკოლადის ფონდიუ მაშინვე უნდა გადაასხათ თიხის ჭურჭელში, რომელიც ქვემოდან სანთლით თბება. ამგვარად ჭურჭელი მუდმივ ტემპერატურას შეინარჩუნებს და შოკოლადი არ გამაგრდება.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |