მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შემწვარი ტკბილი წიწაკა ბალზამიკოსთან ერთად / shemtsvari tkbili tsitsaka balzamikostan ertad
2014-07-25, 6:12 PM |
შემადგენლობა:
6 დიდი ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის)
70 მლ ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
70 მლ ძმარი ბალზამიკო (შეიძლება ნაკლებიც)
მარილი
წითელი მწარე წიწაკა
10 გ ოხრახუში
მომზადების წესი:
გარეცხეთ და გააშრეთ წიწაკები, ამოაცალეთ თესლები, გაწმინდეთ და დაჭერით სიგრძივად (4-5 ნაწილად წიწაკის ზომის მიხედვით).
დაასხით ზეთი ფართო ტაფაზე და გააცხელეთ, დაამატეთ წიწაკის ნაჭრები და ფრთხილად აურიეთ. მოშუშეთ საშუალო ან დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება და ფერს ოდნავ შეიცვლის. ჩვეულებრივ, 10-12 წუთი საკმარისია.
ნიორი დასრისეთ, დაუმატეთ ტკბილი წიწაკის ნაჭრებს და ისევ აურიეთ. 2 წუთის შემდეგ ნივრიან წიწაკებს მოასხით ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი და მწარე წიწაკა. გააგრძელეთ მოშუშვა დაბალ ცეცხლზე კიდევ 2 წუთის განმავლობაში.
თეფშზე გადმოღების შემდეგ წიწაკას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |