მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
თევზის კატლეტი ლიმონით და მწვანე ქინძით / tevzis katleti limonit da mtsvane qindzit
2014-07-25, 6:03 PM |
შემადგენლობა:
600 გ თევზის ფილე
1 ლიმონი
100 გ მწვანე ქინძი
1 თავი ხახვი
100 გ პარმეზანი
1 კვერცხი
მარილი
შავი პილპილი
მზესუმზირას ზეთი
საფანელი
მომზადების წესი:
თევზი გაასუფთავეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში. ყველი გახეხეთ, მწვანე ქინძი დაჭერით წვრილად.
როდესაც თევზი მოიხარშება, მოაშორეთ ფხები და კანი, დაკეპეთ ხის კოვზით. დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ქინძი, გატარებული ხახვი, ცოტა მარილი, შავი პილპილი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენის ნახევარი და კარგად აურიეთ. მოამზადეთ კატლეტები და ამოავლეთ საფანელში (ან ფქვილში). შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან 4-4 წუთით.
მზა კატლეტებს მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი, გააფორმეთ მწვანე ქინძის ფოთლებით და გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |