მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ლიმონის კექსი / limonis keqsi
2014-07-22, 3:52 PM |
შემადგენლობა:
200 გრ. ფქვილი
150გრ. კარაქი
200 გრ. შაქარი + 50 გრ შაქრის პუდრა
3 ლიმონი
3 კვერცხი
1 ჩ.კ სოდა ან გამაფხვიერებელი.
მომზადების წესი:
ორ ლიმონს მოახეხეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი,
თასში გაადნეთ კარაქი აურიეთ ფქვილი, 100 გრ. შაქარი, სოდა (ან საფუარი) და სამი ათქვეფილი კვერცხი.
ჩაასხით ლიმონის წვენი (შემოინახეთ1-2 ს.კ) კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომის მასა.
ჩაასხით ცომი ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ კექსის (ოთხკუთხედ) ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
შეამოწმეთ მზაობა ჩხირის საშუალებით.
მესამე ლიმონი დაჭერით თხელ რგოლებად, ჩადეთ პატარა 150 გრ. წყლით ავსებულ ქვაბში პუდრასთან ერთად და წამოადუღეთ.
ადუღეთ 15-20 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე.
გადაწურეთ დანარჩენი შაქარი და ლიმონის წვენი შეურიეთ ,
მიიღებთ სქელ გლაზურს.
წაუსვით გაგრილებულ ნამცხვარს,
ბოლოს მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |