Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩებურეკი / chebureki
2014-07-22, 10:17 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ზეთი - 190 მლ.
ფქვილი - 550 გრ.
კვერცხი - 1 ცალი
ძროხის ხორცი - 300 გრ.
ხახვი - 3 თავი
ქინძი - 10 გრ.
ბულიონი (ძროხის) - 150 მლ.
კამა - 10 გრ.
მარილი - 8 ჩ/კ
არაყი - 20 მლ.
ღორის ხორცი - 400 გრ.
წიწაკა (შავი) - 3 ჩ/კ
ხახვი (მწვანე) - 1 კონა
მაწონი - 150 მლ.

მომზადების წესი:
300 მლ.ანადუღარ წყალს დავამატოთ 40 მლ. ზეთი, მარილი, 120 გრ. ფქვილი და ავურიოთ.
გაგრილებულს დავახალოთ 1 კვერცხი, ჩავასხათ 20 მლ. არაყი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილი.
ამავდროულად მოვამზადოთ ცომი. (ცომი რომ რბილი გამოვიდეს გავაჩეროთ თავდაფარებული ერთი სთ.)

მოვამზადოთ ფარში:
ხორცი გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში,
წვრილად დაჭრილ ხახვს მოვაყაროთ მწვანილები, მარილი, წიწაკა და ფარშს შევურიოთ.
შემდგომ ფარშს დავამატოთ 150 მლ. ძროხის ბულიონი,მაწონი და ავურიოთ.
მოზელილი ცომი დავჭრათ რგოლებად,
გავაბრტყელოთ ცომის ბურთულა 2 მმ. სისქეზე,
გაბრტყელებული ცომის ნახევარ ნაწილს წავუსვათ წყალი ფუნჯით,
წყალწასმულ ადგილას მოვათავსოთ 1 ს/კ გულსართი,
გავანაწილოთ ცომზე და შევკრათ.
ქვაბში ჩავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და ჩავალაგოთ ”ჩებურეკი”,
შევბრაწოთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, receptebi, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, კულინარია, მზარეული ნანახია: 1770 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]