მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შემწვარი ღორის ხორცი პორტვეინის საწებლით / shemtsvari ghoris khorci portveinis satseblit
2014-07-21, 7:38 PM |
შემადგენლობა:
1 ს.კ. მარილი
0,5 ს.კ. პაპრიკა
0,5 ს.კ. წითელი წიწაკა
1 ს.კ. მდოგვი
1-2 ს.კ. თხელი თაფლი
1 ს.კ. ზეთი
800 გ ღორის ხორცი
1 ცალი ფორთოხალი
8 ცალი მიხაკი
400 გ სტაფილო
4 თავი ხახვი
100 მლ თეთრი პორტვეინი
300 მლ ხორცის ბულიონი
1 ცალი ბადიანი
მომზადების წესი:
ღუმელი გავახუროთ 220 გრადუსზე. მარილი, წიწაკა, მდოგვი, თაფლი და ზეთი ავურიოთ და ხორცის ნაჭერს კარგად წავუსვათ, ჩავდოთ ფორმაში და 20 წუთიის განმავლობაში შევწვათ ღუმელში. ტემპერატურას დავუწიოთ 150 გრადუსამდე, ხორცს შემოვუწყოთ მიხაკი, ბადიანი, მსხვილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი. რამდენჯერმე ხორცსა და ბოსტნეულს მოვასხათ ბულიონი და 1-2 ს.კ. პორტვეინი. როდესაც ხორცი მზად იქნება, ბოსტნეულთან ერთად ამოვიღოთ, წვენი დავასხათ ტაფაზე, დავამატოთ დანარჩენი საწებელი და წამოვადუღოთ. ხორცს მოვასხათ საწებელი და შემოვუწყოთ შემწვარი სტაფილო.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |