Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყველის კრემ-სუპი ლუდით / kvelis krem-supi ludit
2014-07-21, 12:32 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
5 ს.კ. კარაქი
2 ცალი გახეხილი სტაფილო
2 ცალი წვრილად დაჭრილი პრასა
1/3 ჭიქა ფქვილი
1,5 ს.კ. მდოგვი
1,5 ჭიქა ღია ფერის ლუდი
3 ჭიქა რძე
250 გ. გახეხილი ჰოლანდიური ყველი
მარილი და პილპილი – გემოვნებით
კრუტონები – მოსართავად.

მომზადების წესი:
ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროტ სტაფილო, პრასა და მოვშუშოთ, დავუმატოთ სანელებლები. 10 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ, ვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში ეს მასა ნელ-ნელა შევურიოთ რძეს და დავდგათ ცეცხლზე, თან ვურიოთ. როცა გაცხელდება, დავუმატოთ ლუდში არეული მდოგვი და განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ ადუღდება. სუპი ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთის შემდეგ ჩავაყაროთ გახეხილი ყველი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. წვნიანი სუფრასთან მივიტანოთ კრუტონებთან (შებრაწული პურის პატარა ნაჭრები) ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1316 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]