მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პასტა კრევეტებითა და პომიდვრის სოუსით / pasta krevetebita da pomidvris sousit
2014-07-21, 11:44 AM |
შემადგენლობა:
350 გ. პასტა (სასურველია პატარა ზომის)
200 გ. გაყინული კრევეტები
2 თავი ხახვი
100 გ. ბეკონი ან შებოლილი ლორი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მაიორანი (თავშავა)
3 ს.კ. პომიდვრის პასტა
1 ს.კ. პაპრიკა
1 ჭიქა წყალი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მომზადების წესი:
მოვხარშოთ მაკარონი. 2 წუთის განმავლობაში ვხარშოთ კრევეტები. ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი, დავამატოთ პაპრიკა, მარილი, წიწაკა და ბეკონი, 3 წუთის შემდეგ დავასხათ წყალში გახსნილი პომიდვრის პასტა, დავაყაროთ მაიორანი, სურვილისამებრ კიდევ დავამატოთ მარილი და 5 წუთი ვთუშოთ. პასტა მოვათავსოთ ლანგარზე, მოვასხათ პომიდვრის სოუსი და ზევიდან მოვაყაროთ მოხარშული კრევეტები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |