Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ისპანახისა და ფეტას პაშტეტი ბერძნულად / ispanakhisa da fetas pashteti berdznulad
2014-07-20, 5:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ ისპანახი
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახუში
0,5 კონა კამა
3 ფენა ფილოს ცომი
50 გ გამდნარი კარაქი
4 ს.კ. ზეთი
400 გ ყველი ფეტა
2 ცალი კვერცხი
1 კვერცხის გული
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ღუმელი გავახუროთ 180 გრდუსზე. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ხახვი, ნიორი, კამისა და ოხრახუშის ფოთლები წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და ნიორი. 2 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი და ერთად მოვშუშოთ. დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხი, მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და ყველი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ფორმაში ჩავაფინოთ ფილოს ცომი და მოვასხათ ცოტა კარაქი, დავადოთ შემდეგი ფენა და ისევ მოვასხათ კარაქი. მესამე ფენის ზემოდან გადავანაწილოთ მომზადებული გულსართი, მოვასხათ დარჩენილი კარაქი და ზემოდან გადმოვუკეცოთ ნაპირები ისე, რომ ზედაპირი დაიფაროს. ცომის გამოკეცილ ნაპირებს წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, rogor ნანახია: 996 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]