Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ხორცი ზეთისხილითა და ბოსტნეულით / ghoris khorci zetiskhilita da bostneulit
2014-07-20, 5:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გ ღორის ხორცი (სასურველია ჩალაღაჯი)
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1-2 ს.კ. კარაქი
0,5 ჭიქა ზეთისხილი
0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 3 ღერი პიტნა, 1 ცალი სტაფილო,
მარილი, პილპილი – გემოვნებით
ლიმონის ნაჭრები, კიტრი, პამიდორი – გასაფორმებლად.

მომზადების წესი:
ღვინოში ავურიოთ მარილი, პილპილი, ზეთისხილი და პიტნის ღერები. ხორცის ნაჭერი დავჩხვლიტოთ და ჩავდოთ თასში, დავასხათ მომზადებული მარინადი და 3 საათით მაცივარში შევდგათ. თუჯის ღრმა ტაფაში ჩავდოთ ხორცის ნაჭერი მარინადის გარეშე, დავუმატოთ კარაქი, ზეთი, მარინადიდან ამოღებული პიტნის ღერები, მთლიანი სტაფილო, ცოტა მარილი, პილპილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი შუამდე დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. ხორცის ნაჭერი შიგადაშიგ ამოვატრიალოთ. როცა წვენი დაშრება და ხორცი დარბილდება, ცეცხლს ავუწიოთ და ყველა მხრიდან დავბრაწოთ. ხორცი ოდნავ შევაგრილოთ, თხლად დავჭრათ და ბოსტნეულსა და ზეთისხილთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1086 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]