მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კობრისა და ნიახურის გულიაში / kobrisa da niakhuris guliashi
2014-07-20, 5:06 PM |
შემადგენლობა:
1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა
6 ცალი პამიდორი (ან თავისივე წვენში დაკონსერვებული)
250 გ ნიახურის ძირი
3 თავი ხახვი
250 მლ ბოსტნეულის ბულიონი
150 გ არაჟანი
1 ს.კ. პაპრიკა
700 გ კობრის ფილე კანის გარეშე
ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
წიწაკები შუაზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და თხლად დავჭრათ. პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ხახვი და ნიახური წვრილად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ დანარჩენი ბოსტნეული და განვაგრძოთ შუშვა. დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობში. შემდეგ შევურიოთ არაჟანი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, ლიმონის წვენი და 5 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ დაჭრილი თევზი, 5 წუთში ცეცხლი გამოვრთოთ და კერძი თავდახურული გავაჩეროთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |