მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბოსტნეული ბეკონის ფარშით / bostneuli bekonis farshit
2014-07-20, 4:33 PM |
შემადგენლობა:
8 ცალი წიწაკა
8 ცალი პამიდორი
2 ცალი ბადრიჯანი
1 პატარა კონა ქონდარი
1 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი
300 გ ბეკონი ან დანით დაკეპილი ღორის ხორცი
100 გ შებოლილი ძეხვი
0,5 ჭიქა ბრინჯი
4 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 ცალი ცხარე წიწაკა
100 გ იმერული ყველი
ზეთი – მოსაშუშად
მარილი – გემოვნებით.
საწებლისთვის:
1 ჭიქა არაჟანი
4 ს.კ. პამიდვრის პიურე
1 ჩ.კ. ხმელი თავშავა
1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი
2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ და გადავწუროთ. ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. როცა ბადრიჯანი დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ წვრილად დაჭრილი შებოლილი ძეხვი, მწვანილი, მარილი და სხვა სანელებლები. 2-3 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე მოვშუშოთ თხლად დაჭრილი ბეკონი, შემდეგ დანით დავკეპოთ და მოხარშულ ბრინჯთან ერთად შევურიოთ ფარშს. გავხეხოთ ყველი. წიწაკებსა და პამიდვრებს ამოვაცალოთ გული და გავრეცხოთ, შემდეგ ამოვავსოთ ჯერ მომზადებული ბეკონისა და ბოსტნეულის ფარშით, შემდეგ გახეხილი ყველით, მოვათავსოთ ზეთწასამულ ფორმაში და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ბოსტნეული არ მომზადდება. არაჟანი, პამიდვრის პიურე, ნიორი, ხმელი რეჰანი, თავშავა, მარილი და წიწაკა ავურიოთ. ფარშირებული ბოსტნეული მივირთვათ პამიდვრისა და არაჟნის საწებელთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |