მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შებოლილი ორაგულის სალათა სატაცურითა და ხენდროთი / shebolili oragulis salata satavurita da khendroti
2014-07-20, 4:18 PM |
შემადგენლობა:
1 კგ მწვანე სატაცური
2 ჩ.კ. შაქარი
500 გ დიდი ზომის ხენდრო
100 გ სალათის ფოთოლი
70 გ რუკოლა
2-3 ღერი ბარამბო
3 ს.კ. ბალზამიკო
5 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ნაჭერი შებოლილი ორაგულის ფილე
2 ს.კ. დათლილი ნუში
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
სატაცური გავასუფთავოთ და მსხვილი, მაგარი ძირები მოვაშოროთ. მარილიან მდუღარე წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.კ. შაქარი, დავუმატოთ სატაცური და 10 წუთი ვხარშოთ. მარწყვი გავრეცხოთ და ოთხად გავჭრათ. ბარამბო დავკეპოთ, სალათის ფოთლები მსხვილად დავფლითოთ. ლიმონის ცედრა, ბალზამიკო, მარილი, პილპილი, 1 ჩ.კ. შაქარი, ზეთი და ბარამბო კარგად ავურიოთ. სატაცური, მარწყვი, სალათის ფოთლები, ორაგულის ფილე და რუკოლას ფოთლები სასალათეში მოვათავსოთ და სოუსი მოვასხათ. სალათას ზემოდან მოვყაროთ ნუში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |