Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პრასის ბუდეები ნიგვზით / prasis budeebi nigvzit
2014-07-20, 4:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პრასი 500 გრ.
ნიგოზი 100 გრ.
ხმელი ქინძი 5 გრ.
უცხო სუნელი 10 გრ.
ყვითელი ყვავილი 10 გრ.
წითელი წიწაკა გემოვნებით
ძმარი 1 ჩ.კ.
ნიორი 3 კბილი
მარილი გემოვნებით
ბროწეული 1 ცალი პატარა ზომის

მომზადების წესი:
1 გარეცხეთ პრასი. პრასის ფოთლების ძირში, როგორც წესი, გროვდება მიწა.
2 იმისთვის, რომ პრასი კარგად გაირეცხოს, გამდინარე წყალში დასერეთ ის ჯვარისებრ თეთრი ნაწილიდან დაბოლოებების მიმართულებით.
3 მოათავსეთ მთლიანად ადუღებულ წყალში და მოხარშეთ კარგად.
4 მოხარშული პრასი გადაიღეთ საწურზე და გააცივეთ.
5 შემდეგ დაძენძეთ სიგრძეში.
6 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ სანელებლები და გახეხილი ან დანაყული ნიორი. კარგად გადაზილეთ ნიგვზის მასა, დაამატეთ ძმარი და ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.
7 ნიგვზის შეკაზმული მასა გადაუსვით პრასს, შეახვიეთ ის სპირალისებურად და მიეცით ბუდეების ფორმა.
8 და ბოლოს პრასის ბუდეებში მოათავსეთ ბროწეულის მარცვლები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, rogor ნანახია: 1234 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]