მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფრანგული სოუსი ტარხუნით / franguli sousi tarkhunit
2014-07-20, 3:13 PM |
შემადგენლობა:
1 ღერი ტარხუნა
2 ღერი ოხრახუში
5 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
60 გ სქელი ნაღები
4 ს.კ. რძე
1 ს.კ. დიჟონური მდოგვი
4 ს.კ. ნიგოზი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ნიგოზი დავნაყოთ. ოხრახუშსა და ტარხუნას მოვაცილოთ უხეში ღერები და წვრილად დავჭრათ. ძმარი, ნაღები, რძე, მდოგვი და ზეთი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ მწვანილი, ნიგოზი, მარილი და პილპილი. ეს სოუსი უხდება ხორცსა და თევზს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |