მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პილმენი ბულიონში / pelmeni bulionshi
2014-07-05, 7:33 PM |
შემადგენლობა:
2 ც. კვერცხი
200 მლ. წყალი
200-250 გრ. ფქვილი
1 კგ ფარში
2 ც. ხახვი
2,5-3 ლ ბულიონი
მარილი გემოვნების
დაფნის ფოთოლი გემოვნებით
დაფქული პილპილი გემოვნებით
სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
მოვზილოთ ცომი. ფქვილი გავცრათ და დავყაროთ მაგიდაზე გორად, შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება. ჩაღრმავებაში ჩავტეხოთ ერთი კვერცხი, 100 მლ მარილიანი წყალი დამოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი დავასვენოთ 15-20 წთ-ი.
მოვამზადოთ ფარში. ერთი ხახვი გავფრცქვნათ, დავჭრათ წვრილად ან ფარშთან ერთად გავატაროთ ხორცის მანქანაში. შევაზავოთ მარილით და პილპილით, დავამატოთ დარჩენილი წყალი და კარგად გადავურიოთ.
ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით ამოვჭრათ ცომი, თითოეულ ცომის ნაჭერზე დავდოთ მომზადებული ფარში. შევკრათ პილმენები და შევდოთ საყინულეში.
ბულიონი წამოვადუღოთ, ჩავაყაროთ მარილი და გაყინული პილმენები. პილმენები ბულიონის ზედაპირზე, რომ ამოვლენ დავუწიოთ ცეცხლს, შევაზავოთ შავი წიწაკით, სუნელებით, დაფნის ფოთოლით. მომზადებული პილნები და ბულიონი ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |