მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტორტი - შარლოტა / torti - sharlota
2014-07-05, 2:55 PM |
შემადგენლობა:
ბისკვიტი:
კვერცხი 12ც
შაქარი 2ჭ
ფქვილი 3ჭ
სოდა 2ჩ/კ ლიმნის წვენით ან ძმრით
თაფლი 3ს/კ
კაკაო 1ს/კ
ხსნადი ყავა 1ს/კ
ვანილი
კაკაო 1ს/კ
კრემი:
სგუშონი 1ქილა
მოხარშული სგუშონი 1ქილა
კარაქი 300გრ
ვანილი
ხსნადი ყავა 1ს/კ
შოკოლადი და თხილი მოსართავად.
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ ცილა მყარი ქაფის კონსისტენციამდე, შევურიოთ შაქარი თან გამუდმებით ვთქვიფოთ, შემდეგ სათითაოთ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, შემდეგ დავამატოთ სოდა + ლიმნის წვენი(ან ძმარი), თაფლი და თანდათანობით დავამატოთ ფქვილი.
მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად ერთ ნაწილს დავამატოთ ყავა, მეორეს კაკაო მესამეს ვანილი. გამოვაცხოთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდ გადაფარებულ ჟარონაზე 180გრადუს ტემპერატურაზე, ასე გამოვაცხოთ 3 ბისკვიტი.
მოვამზადოთ კრემი:
ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასის მიღებამდე, თანდათან შევათქვიფოთ ჯერ მოხარშული სგუშონი, შემდეგ ჩვეულებრივი. ასევე დავამატოთ ვანილი და ხსნადი ყავა.
ბისკვიტებს წავუსვათ კრემი(თეთრი ბისკვიტი მოვაქციოთ შუაში). ბოლო ბისკვიტიც დავკრემოთ და მოვრთოთ გამდნარი შოკოლადით და მოხალული მიწის თხილით ან ნიგვზით.
მასალის წყარო: GeoCulinary.Com
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |