მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
2014-07-05, 2:39 PM |
შემადგენლობა:
ბისკვიტები:
12კვერცხი
2ჭ შაქარი
3ჭ ფქვილი
2ჩ/კ სოდა ლიმნის წვენით ან ძმრით
3ს/კ თაფლი
2ს/კ ხსნადი ყავა
ვანილი
კრემი:
4კვერცხის გული
0,5ჭ შაქარი
1ქილა სგუშონი
300გრ კარაქი
ვანილი
შოკოლადის გლაზური:
4ს/კ კაკაო
1ჭ შაქარი
10ს/კ წყალი
100გრ კარაქი
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მყარ ქაფის კონსისტენციამდე, გავაგრძელოთ თქვეფა და თან ვამატოთ შაქარი, შემდეგ სათითაოთ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, სოდა და ლიმნის წვენი, თაფლი და თანდათანობით დავაცრათ ფქვილი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ორ ნაწილს დავამატოთ თითო სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, ხოლო მესამეს ვანილი. გამოვაცხოთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდ გადაფარებულ საცხობ ფორმაზე 180გრადუსზე.
მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე, დავამატოთ სგუშონი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე გამუდმებით ვურიოთ. როგორც კი წამოდუღდება გამოვრთოთ გაზი და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შევათქვიფოთ კრემი. დავკრემოთ ბისკვიტები, შუაში მოვაქციოთ თეთრი ბისკვიტი.
ესეც ჭრილში
გლაზურის მომზადება: კაკაო, შაქარი, და წყალი შევურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, გავაციოთ და შევათქვიფოთ კარაქს.
სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ ნამცხვარი ნებისმიერი მოხალული თხილეულით.
მასალის წყარო: GeoCulinary.Com
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |