მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტორტი - კულულა / torti - kulula
2014-07-05, 2:25 PM |
შემადგენლობა:
პირველი ბისკვიტისთვის:
კვერცხი 4ც
შაქარი 1ჭ
ფქვილი 1ჭ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
ვანილი 1პაკეტი
თბილი წყალი 4ს/კ
მეორე ბისკვიტისთვის:
კვერცხი 4ც
ფქვილი 1ჭ(1ჭიქას მოაკელით 2ს/კ)
შაქარი 1ჭ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
ვანილი 1პაკეტი
კაკაო 2ს/კ
წყალი 1ს/კ
კრემი:
კარაქი 250გრ
შესქელებული რძე(სგუშონი) 1ქილა
ნიგოზი 150გრ
ვანილი 1პ
შაქრის სიროფი:
შაქარი 6ს/კ
წყალი 2ს/კ
ალკოჰოლი 1ს/კ
მომზადების წესი:
ორივე ბისკვიტი მზადდება ერთი და იმავე ტექნიკით.
კვერცხის ცილა და გული დავაცალკეოთ, ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავაყაროთ ¾ჭ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ შაქარი საბოლოოთ არ გაიხსნება.
კვერცხის გულს დავამატოთ დარჩენილი ¼ჭ შაქარი და ვთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ კვერცხის გულიანი მასა შევათქვიფოთ კვერცხის ცილიან მასას.
ვანილი, გამაფხვირებელი და ფქვილი(მეორე ბისკვიტის დროს კაკაოც) ერთად გავცრათ და დავაცრათ კვერცხიან მასას, ვურიოთ ნაზად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საცხობ ფორმას 24-26სმ-დიამეტრიანს ჩავუფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი, ღუმელი წონასწარ გავახუროთ. გამოვაცოთ ორი ბისკვიტი ერთად(თუ ორი ფორმა გაქვთ) ან ცალ-ცალკე 160 გრადუსზე 30-50 წუთის მანძილზე.
ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით. თუ ჩხირი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
როცა ბისკვიტები სრულიად გაცივდება გაჭერით 2 ნაწილად თითოეული. ზედა ფენა მოვაჭრად თხლად ეს ფენა დაგვჭირდება მოსართავად.
კრემისთვის ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი ერთგვაროვან, პრიალა მასამდე, შეურიეთ 1-1 კოვზი სგუშონი და განუწყვეტლივ ურიეთ, დაამატეთ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი და ვანილი.
დანამეთ პირველი ბისკვიტი, წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ბისკვიტი(დანამული) ზევიდან და გერდებზე წაუსვით კრემი.
ბისკვიტების ზედა ნაწილები დაანამცეცეთ და გამოიყენეთ ტორტის მოსართავად. ტორტი შედგით ერთი ღამით მაცივარში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |