მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
საქონლის ხორცის ცხარე სალიანკა / saqonlis khorcis ckhare salianka
2014-07-05, 1:55 PM |
შემადგენლობა:
2 კგ ხორცზე გვჭირდება 4-5 თავი ხახვი
200 გრამი კარაქი
5-6 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი ტომატი
თითო კონა ოხრახუში,ქინძი,კამა
ხმელი ქინძი-ნახევარი ჩაის კოვზი
შავი პილპილი,მარილი გემოვნებით
ცხარე წიწაკა ჭარბად
მომზადების წესი:
გარეცხილი ხორცი დაჭერით პატარა, ოთკუთხედ ნაჭრებად,ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ.
როცა წყალი ჩაშრება,დაუმატეთ კარაქი,წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი და კარგად მოთუშეთ ხორცთან ერთად,შემდეგ დაუმატეთ ტომატი და დაასხით წყალი.თხელი არ უნდა იყოს წვენი.
როცა წამოდუღდება ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და შეაზავეთ ხმელი ქინძით,შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მე პირადად ცხარე მიყვარს ეს კერძი და ცხარე წიწაკას ვუმატებ ბლომად,თქვენი გემოვნებით დაუმატეთ წიწაკა.
ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით.
სხვადასხვა ვარიანტები არსებობს სალიანკის მომზადების.შეგიძლიათ დაუმატოთ 3-4 ცალი დაჭრილი მჟავე კიტრი.
აგრეთვე შეგიძლიათ ეს კერძი მოამზადოთ ძეხვით,სოსისით სარდელით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |