Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გულიაში ძროხის ხორცით / guliashi dzrokhis khorcit
2014-07-05, 12:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი 500გრ
სტაფილო 200გრ
მწარე წიწაკა გემოვნებით
პომიდორი 150გრ
მარილი გემოვნებით
ხახვი 1 თავი
წითელი ბულგარული 1ც
ძროხის ხორცი 600გრ
ნიორი 4 კბილი

მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ შეწითლებამდე.

დავაყაროთ მწარე წიწაკა და კარგად ამოვურიოთ რომ თანაბრად გადანაწილდეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ დავამატოთ ხორცი(მსხვილ კუბიკებად დაჭრილი), მოვაყაროთ მარილი და ყველაფერი ერთად ვთუშოთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ ცოტა წყალი და დავფაროთ თავსახური, ვთუშოთ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე. დავჭრათ ბულგარული და სტაფილო.

გულიაშს დავამატოთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, ბულგარული, ნიორი და სტაფილო, დავასხათ ცხელი წყალი და ვთუშოთ კიდევ დაახლოებით 15 წუთის მანძილზე.

როცა ხორცი დარბილდება დავამატოთ კარტოფილი(მსხვილად დაჭრილი)

მას შემდეგ რაც კარტოფილი მოიხარშება გამოვრთოთ გაზი და თავდახურულ კერძს ვაცადოთ ცოტა გაგრილება.(ასე ყველაფერი გაუჯდება ერთმანეთს).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, gemrieli kerdzebi, გემრიელი კერძები, receptebi, სამზარეულო ნანახია: 2606 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]