მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქოქოსისა და სიმინდის წვნიანი / qoqosisa da simindis tsvniani
2014-07-05, 7:30 AM |
შემადგენლობა:
1 კონა პრასი
20 გ ნედლი ჯანჯაფილი
1 ქილა (425 გ) დაკონსერვებული სიმინდი
2 ს.კ. ზეთი
400 მლ უშაქრო ქოქოსის რძე
1 ცალი ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონის კუბიკი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი:
პრასი თხელ რგოლებად დავჭრათ. 1 ს.კ. პრასი ცალკე გადავინახოთ. ჯანჯაფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ. სიმინდი გადავწუროთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი პრასი, ჯანჯაფილი და მოვშუშოთ 3 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ სიმინდი (2/3 შევინახოთ) და განვაგრძოთ მზადება. დავასხათ ქოქოსის რძე და 600 მლ წყალი, დავუმატოთ ბულიონის კუბიკი და 8 წუთი ვადუღოთ. წვნიანი გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევანელოთ მარილითა და წიწაკით, ჩავუმატოთ დარჩენილი სიმინდი და პრასი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |