მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შნიცელი - ბოლონეზა / shniceli - boloneza
2014-07-05, 7:27 AM |
შემადგენლობა:
250 გ ხახვი
2 კბილი ნიორი
500 გ სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
ღორის ხორცის 6 თხელი ნაჭერი (თითო 125-150 გ)
6-7 ს.კ. ზეთი
250 გ გატარებული ხორცი
2 ს.კ. იტალიური ხმელი მწვანილების ნარევი (მის შემადგენლობაში შედის თავშავა, ბაზილიკი, როზმარინი, პიტნა, ბეგქონდარა და სალბი)
150 მლ ბულიონი
200 გ სქელი ნაღები
400-450 გ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი
150 გ გახეხილი გაუდა
ნედლი თავშავა – მოსართავად, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი ნახევარ რგოლებად დავჭრათ, ნიორი დავკეპოთ. წიწაკა თხელ, მოგრძო ღერებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2-3 ს.კ. ზეთი, ზედ დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ, ტაფაზე დავყაროთ ხახვი და ცოტა ზეთი მოვასხათ. 2-3 წუთში ამოვიღოთ ტაფიდან, ტაფაში მოვათავსოთ ხორცის ფარში და მოვშუშოთ. ბოლოს შევურიოთ ნიორი და წიწაკა. 5 წუთში მოვაყაროთ მარილი, პილპილი და იტალიური მწვანილების ნარევი. დავასხათ 150 მლ ბულიონი და ნაღები. შევურიოთ დაჭყლეტილი პამიდორი და მოშუშული ხახვის ნახევარი. დავახუროთ სახურავი და 5 წუთი ვადუღოთ. მასა გადავანაწილოთ ფორმაში ჩაწყობილ შნიცელებზე. დანარჩენი მოშუშული ხახვი და ყველი ავურიოთ და მოვაყაროთ ზემოდან. შევდგათ ღუმელში და 170 გრადუსზე 1 საათი ვაცხოთ. შემდეგ დავაფაროთ სახურავი და კიდევ 30 წუთით შევდგათ ღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ნედლი თავშავა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |