მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სალათა ქათმითა და მოხარშული კვერცხით / salata qatmita da moxarshuli kvercxit
2014-07-05, 7:22 AM |
შემადგენლობა:
800 გ ქათმის ფილე
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
6 ცალი კვერცხი
3 სქელი ნაჭერი თეთრი პური
1 კონა სალათის ფოთოლი
2 კბილი ნიორი
500 გ ცხიმიანი იოგურტი
125 გ შინაური მაიონეზი
1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
100 გ პარმეზანი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და თითო მხრიდან 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. დავჭრათ რგოლებად. თეთრი პური პატარა კუბებად დავჭრათ და გაცხელებულ ზეთში შევბრაწოთ. შემდეგ საშრობ ქაღალდზე დავაწყოთ დასაწრეტად. ნიორი წვრილად დავკეპოთ. იოგურტი, მაიონეზი და ნიორი ავურიოთ. შევანელოთ ლიმონის წვენით, მარილითა და პილპილით. ქათმის ხორცი მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. ყველი მსხვილად გავხეხოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. ყველა ინგრედიენტი ფენა-ფენა მოვათავსოთ და მოვასხათ სოუსი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |