Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზი ატმით, ჩილითა და კარით / tevzi atmit, chilita da karit
2014-07-05, 7:18 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
800 გ კალმახის ფილე
3 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
0,5 ს.კ. კარის ფხვნილი
4 ცალი ატამი
4 ცალი პამიდორი
1 კონა მწვანე ხახვი
2-3 ღერი შაშკვლავი
3-4 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
2 ს.კ. ზეთი
მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
თევზი გავრეცხოთ, გავაშროთ და 4-ად გავჭრათ. ლიმონის წვენი, წიწაკა და კარი ავურიოთ და თევზის ნაჭრებს წავუსვათ. ატმები გავრეცხოთ, გავჭრათ და კურკკა ამოვაცალოთ. პამიდორი გავრეცხოთ, ოთხად გავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ. ატამი და პამიდორი პატარა კუბებად დავჭრათ. მწვანე ხახვი და შაშკვლავი წვრილად დავჭრათ. ძმარი, მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი ავურიოთ. შევურიოთ ზეთი, დაჭრილი პამიდორი, ატამი, მწვანე ხახვი და შაშკვლავი. თევზის ნაჭრები გრილზე შევწვათ და სალათასთან ერთად მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1105 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]