მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ოსპი ნიახურითა და ლიმონით / ospi niakhurita da limonit
2014-07-05, 7:10 AM |
შემადგენლობა:
1 თავი ხახვი
2 ღერი ნიახურის ძირი
0,5 კონა ოხრახუში
150 გ წითელი ოსპი
300 მლ ბოსტნეულის ბულიონი
1 ცალი ლიმონი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ. თხლად დავჭრათ ნიახურის ძირი, ფოთლები შევინახოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიახური და მოვშუშოთ. დავუმატოთ ოსპი და 1 წუთი ვურიოთ. დავასხათ ბულიონი და თავდახურული 7-10 წუთი ვხარშოთ, სანამ მოიხარშება და წვენი დააშრება. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწიკვი შაქარი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ოსპი სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით, ნიახურის ფოთლებით და დაჭრილი ლიმონით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |