მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
თეთრი ლობიოს წვნიანი გასკონურად
2014-07-05, 7:07 AM |
შემადგენლობა:
150 გ თეთრი ლობიო
1 მოზრდილი თავი ხახვი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
2 ცალი მიხაკის კვირტი (სანელებელი)
1 კბილი ნიორი
4 ღერი თავშავა
1 ნაჭერი ძვლიანი ლორი ან შებოლილი ნეკნები
600 გ კომბოსტო
400 გ კარტოფილი
4 ნაჭერი შავი პური
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ლობიო მთელი ღამით წყალში დავალბოთ, დილით გადავწუროთ და ქვაბში მოვათავსოთ. მთლიან გაფცქვნილ ხახვს შემოვახვიოთ დაფნის ფოთოლი, ჩავურჭოთ მიხაკის კვირტები და დავუმატოთ ლობიოს. ქვაბში მოვათავსოთ აგრეთვე ლორი, თავშავას ღერები, გაფცქვნიილი ნიორის კბილი და დავასხათ 3 ლ წყალი. როცა ადუღდება, ქაფი მოვაშოროთ ქაფქირით და საშუალო ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში ვხარშოთ. ამასობაში კომბოსტო ოთხად გავჭრათ, მაგარი ნაწილი ამოვაცალოთ და საშუალო ზომაზე დავჭრათ. კარტოფილი გავფცქვნათ და 2 სმ ზომის კუბებად დავჭრათ. დაჭრილი ბოსტნეული ჩავუმატოთ ქვაბში და კიდევ 20 წუთი ვხარშოთ. მზა წვნიანიდან ამოვიღოთ ხახვი დაფნის ფოთლით და კერძი შავ პურთან ერთად მივირთვათ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |