Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი კამითა და სტაფილოთი / qatami kamita da stafiloti
2014-07-05, 6:56 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600 გ ახალი სტაფილო
1 კონა კამა
1 თავი ხახვი
2 ს.კ. ზეთი
2 ნაჭერი ქათმის ფილე (თითო 120 გ)
1 ს.კ. კარაქი
2 ს.კ. შაქარი
150 მლ ბოსტნეულის ბულიონი
1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
სტაფილო გავთალოთ. კამა და ხახვი წვრილად დავჭრათ. ქათმის ფილეს მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და სტაფილო. როცა დარბილდება, დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფაში ჩავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრებიც, დავახუროთ სახურავი და საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთი ვშუშოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მოვასხათ ლიმონის წვენი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1043 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]