Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კივის ჟელეს ტორტი / kivis jeles torti
2014-04-21, 4:24 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფირფიტა:
— 400 გ ფხვნიერი პეჩენია
— 150 გ კარაქი

I ჟელე:
— 2 შეკვრა. მაღაზიაში ნაყიდი ჟელე კივის გემოთი
— 2 კივი
— 25 გ ჟელატინი

II ჟელე:
— 750 გ არაჟანი
— 500 მლ რძე
— 35 გ ჟელატინი
— 200 გ შაქარი

მომზადების წესი:

პეჩენია დავფშვნათ.

 

 

 

 

 

 

კარაქი გავადნოთ, გავაციოთ, დავამატოდ პეჩენიას. მოვზილოთ ცომი.

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსაცხობ ყალიბს დავაფაროთ პოლიეთილენის პარკი. ყალიბის ბსკვერზე გავანაწილოთ მიღებული ცომი, კარგად დავნაყოთ. შევდგათ მაცივარში.

 

 

 

 

 

 

 

 

ნაყიდი ჟელე გავაკეთოთ ინსტრუქციის მიხედვით, ჩავასხათ ჩვენი ჟელე ფორმაში, რომელიც დიამეტრით ოდნავ პატარაა ჩვენი ყალიბის დიამეტრს. შევდგათ მაცივარში.

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა ხანში დავამატოდ ჟელეში დაჭრილი კივის ნაჭრები. და აქ მე მივხდი რომ ეს ჩემი შეცდომაა, თურმე ჟელეში არ ამატებენ ცოცხალ კივის და ანანასის ნაჭრებს. ასე ხილი ანეიტრალებს ჟელეს ფუნქციას.

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი ღამი ის იდგა მაცივარში, მაგრამ არ გამყარდა. ამ ჩემმა შეცდომამ არ შემაშინა. გავადნე ჟელე დაბალ ცეცხლზე. ამასობაში კიდევ გავხსენი ჟელატინის შეკვრა ცხელ წყალში, დავამატე სიროფს. შევდგი მაცივარში. 4 საათში ჟელატინი შეიკვრა და გამყარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

გამყარებული ჟელეს ჯამი ჩავდოთ ცხელ წყალში ცოტა ხნით, ასე ჟელე ადვილად მოშორდება ჯამს. ყალიბი ტრტის დავაფაროთ ამ ჟამს და მოვაბრუნოთ, ასე ის აღმოჩნდება შუაში.

 

 

 

 

 

 

 

 

შემდეგ მივიყვანოთ რძე ადუღებამდე და დავასხათ ჟელატინს. კარგად ავურიოთ და დავტოვოთ გასაციებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოდ ვანილი.

 

 

 

 

 

 

 

 

ვთქვიფოთ მიქსერით და ნელ ნელა დავამატოდ ჟელატინის რძე

 

 

 

 

 

 

 

 

ეს მასალა დავასხათ ყალიბში, ჟელეს ზემოდან დაშევდგათ მაცივარში ერთი საათით.

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი საათის შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, მოვაშოროთ ყალიბის გვერდი, პოლიეთილენის პარკი, წონა ტორტის არის 2 ½ — 3 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

სიმართლე გითხრათ კივის ჟელე როდესაც არ გამომივიდა, ვიფიქრე, რომ არ ღირს საერთოდ გაგრძელება, მაგრამ მიხარია, რომ დავამთავრე და ჩემებისგან მადლობა მივიღე.

 

 

 

 

 


გემრიელად მიირთვით!!!

მასალის წყარო: Samzareulo.Blogspot.Com - Cookery

 

 



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kivis jeles torti, kulinari, kulinaria mzareuli receptebi, samzareulo.blogspot.com, samzareulo, კივის ჟელეს ტორტი, mzareuli, gurmani, kivis jheles torti ნანახია: 5506 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]