Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კრევეტებით გამოტენილი კალმარები
2013-02-16, 12:54 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
4 ცალი მოზრდილი,
გასუფთავებული კალმარი და მისივე საცეცები,
გაყინული კრევეტები,
1/2 ხახვი,
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი,
40 გ მაგარი ყველი,
1 პატარა კონა ოხრახუში,
50 გ ფქვილი,
მარილი, პილპილი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად.

სოუსისათვის:
50 გ კანგაცლილი პამიდორი,
1/2 ხახვი,
200 მლ თეთრი ღვინო,
300 მლ წყალი.

მომზადების წესი:
ცოტაოდენ ზეთში მოვბრაწოთ კრევეტები და თეფშზე გადავიტანოთ. ამავე ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კრევეტები, საცეცები, დაჭრილი კვერცხი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და ცოტა ხანს ტაფაზე გავაჩეროთ, თან ვურიოთ. ამ გულსართით გამოვტენოთ კალმარები, დავამაგროთ ხის ჩხირებით, ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. იმავე ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ ღვინო და როცა ღვინო აორთქლდება, დავუმატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდვრები. 10 წუთის დუღილის შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, წყალი და ნელ ცეცხლზე თავდახურული ვშუშოთ 10 წუთი, შემდეგ შიგ ჩავაწყოთ ფარშირებული კალმარები და 5 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კალმარები, mzareuli, კვება, kulinaria, საკვები, კრევეტი, კალმარი, samzareulo, კრევეტები, საჭმელი ნანახია: 1853 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]