Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვეგეტარიანული ბოლონიეზა / vegetarianuli bolonieza
2014-03-05, 2:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
450 გრ ყავისფერი ბრინჯის სპაგეტი (ან ჩვეულებრივი სპაგეტი)
3 კბილი დაჭრილი ნიორი
1 1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ყვითელი ხახვი
1 ჭიქა კუბებად დაჭრილ სტაფილო
1 ჭიქა დაჭრილი ნიახური
2 ცალი წითელი ჯალაპენო კუბებად დაჭრილი (ან წითელი ბულგარული წიწაკა)
4 ფოთი ბაზილიკი, დაჭრილი
1 დაფნის ფოთოლი
1 ჩ.კ. მშრალი ორეგანო
1/2 ჩ.კ. მშრალი ტიმიანი
450 გრ სოუსი მარინარა
1/2 ჭიქა წყალი
1 ს.კ. დაუმუშავებელი ლურჯი აგავის ნექტარი
1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
მარილი და პილპილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გახეხილი პარმეზანი

მომზადები წესი:
საშუალო ცეცხლზე, ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ. დავამატოთ დაჭრილი ნიორი და ვთუშოთ 20 წამი, სანამ ნივრის არომატი არ დადგება. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ვუურიოთ სანამ ხახვი არ გახდება გამჭვირვალე. შევაზავოთ პილპილით მარილით. დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, გამხმარი ტიმიანი და ორეგანო. ვურიოთ სანამ ფერს შეიცვლის. დავამატოთ სოუსი მარინარა და ვურიოთ, სანამ არ შეთბება. დავამატოთ დაჭრილი ბაზილიკი, დაფნის ფოთოლი და დაჭრილი ჯალპენო (ან წითელი ბულგარული). დავამატოთ აგავის ექსტრაქტი, წითელი ღვინის ძმარი და ½ ჭიქა წყალი. დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვადუღოთ 2 სთ–ი.

ამავდროულად ქვაბში ავადუღოთ წყალი. დავამატოთ ყავისფერი ბრინჯის სპაგეტი და ვხარშოთ 10 წთ–ი, ან სანამ მზად იქნება.

მიირთვით ვეგეტარიანული ბოლონიეზა მაკარონთან და გახეხილ პარმეზანთან ერთად.

მასალის წყარო: IntSamzareulo.Com



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: იტალია, agava, boloneza, ბოლონეზა, marinara, spageti, სპაგეტი, მარინარა, makaroni, აგავა ნანახია: 1604 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]