Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ცისნამის საფირმო კერძი - სპაგეტი ზღვის პროდუქტებით, საშობაო სადილზე / cisnamis safirmo kerdzi - spageti zghvis produqtebit, sashobao sadilze
2019-12-25, 11:32 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1. ოთხი ან ხუთი სახის ზღვის პროდუქტი. სამწუხაროდ ყველას სახელი არ ვიცი ქართულად და ინგლისურად ვიტყვი ზოგს: მოლუსკები, კრევეტები, ქლემს, ქალამარი, სქოლაპს.
2. სპაგეტი.
3. წვრილი პამიდორი.
4. პამიდვრის სოუზი.
5. ზეითუნის ზეთი.
6. ლიმონი.
7. თეთრი ღვინო.
8. ნიორი.
9. ოხრახუში.
10. დაფნის ფოთოლი.
11. ბაზილიკო.
12. ორიგანო.
13. წითელი ნახევრად დაფქვილი წიწაკა, ანუ პეპერონჩინო.
14. ბროდო ან წყალი.
15. მარილი.

მომზადების წესი.
ავიღებთ ქვაბს, შავასხამთ ზეითუნის ზეთს, ჩავყრით გაფრცქვნილ ბლომად ნიორს, მოვასხავთ ორ ჭიქა თეთრ ღვინოს, დავუმატებთ გარეცხილ ზღვის პროდუქტებს, კრევეტები მალე იხარშება ხოლმე და გვიან ვყრი. ვამატებ ან ბროდოს იგივე ბულიონი ან წყალს, დაფნის ფოთოლს, დაჭრილ ნიორს და ვაცდი კარგად მოხარშვას, სანამ მოლუსკები პირს არ დააღებენ. შემდეგ ვამატებ პამიდვრის სოუზს გემოვნებით, წვრილ პამიდორს, ზეითუნის ზეთს ისევ თუ მოითხოვს, ორიგანოს, წითელ წიწაკას, მარილს და დაჭრილ ოხრახუშსა და ბაზილიკოს. დაფნის ფოთოლს ვიღებ ზღვის პროდუქტების მოხარშვის შემდეგ.
ცალკე ქვაბში ვხარშავ სპაგეტს, წამოვადუღებ რომ იყოს, როგორც იტალიელები უწოდებენ, “Al dente”.
შემდეგ სუფის ქვაბში ვათავსებ და ზღვის პროდუქტების წვნიანი მზად არის.
წესით იტალიელები ზღვის პროდუქტებთან ყველს არ ხმარობენ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და მირთმევის დროს ზევიდან გახეხილ პარმიჟანოს მოვაყრი ხოლმე.
უგემრიელესი გამომდის და ყველას მოსწონს. ხშირად ვამზადებ და ჩემი საუკეთესო კერძია.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: sashobao kerdzi, ბაზილიკო, საშობაო კერძი, shoba, კალმარი, baziliko, კერძი, moluski, ორეგანო, zghvis produqtebi, სპაგეტი, შობა, ზღვის პროდუქტები, oregano, kerdzebi, kalmari, kerdzi, spageti, მოლუსკი, კერძები ნანახია: 858 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]