Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით / ugemrielesi gozinaki kvakhis kaklit
2018-04-11, 2:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვახის კაკალი ანუ გოგრის თესლი, დარჩეული, მთელ-მთელი – 300 გრამი
თაფლი – 100 გრ
შაქარი – 2 ან 3 სუფრის კოვზი
დარიჩინი 1/4 ჩაის კოვზი და ფორთოხლის ცუკატები ან ლიმონის ცედრა (აუცილებელი არ არის, უამისოდაც შეიძლება) – 2 ჩაის კოვზი
წვრილი მარილი – 1/4 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:
მსუბუქად მოხალეთ კაკლები და გააგრილეთ. კანის გაცლა და სულის ბერვა არ უნდა.
სქელძირიან ტაფაზე დაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ.
დაამატეთ თაფლი, დარიჩინი, მარილი და ფორთოხლის ცუკატები ან ლიმონის ცედრა (გამხმარი) ან ორივე ერთად და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთი. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
ისევ შედგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ გოგრის თესლი და ამოურიეთ კარგად. 1 წუთიც ადუღეთ და თუ კარგად შეიკრა, გადმოიტანეთ მთელი მასა პერგამენტის საცხობ ქაღალდზე და გააბრტყელეთ. სანამ ცხელია კარგად არ გაბრტყელდება, დაელოდეთ შეგრილებას და უფრო კარგად გააბრტყელებთ ოდნავ დასველებული დანის ზედაპირით.
სანამ ბოლომდე გაცივდება, დაჭერით რომბებად ან კვადრატებად. კარგად გაცივებული კი ააცალეთ ქაღალდს მარტივად და გადაიტანეთ დაფაზე ან თეფშზე, როგორც გენებოთ.

შეგახსენებთ, თაფლი მზადაა თუ არა ტაფიდან გადმოსატანად, მოწმდება ასე: ერთ წვეთს ასხამთ ცივი წყლით სავსე ჭიქაში. თუ ძირამდე წვეთმა ფორმა შეინარჩუნა, გოზინაყი მზადაა გასაბრტყელებლად.

გემრიელად მიირთვით! ❤


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: saaxalwlo kerdzi, gozinayi, kakali, gozinaki, საშობაო კერძი, kvakhi, kvaxi, გოზინაყი, saaxaltslo kerdzi, sashobao kerdzi ნანახია: 933 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]