მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სალათა "სიუხვის რქა" - გემრიელი კერძი საახალწლო სუფრისთვის / salata "siukhvis rqa" - gemrieli kerdzi saaxalwlo sufristvis
2017-11-20, 8:46 PM |
შემადგენლობა:
მოხარშული ქათმის ფილე - 50 გ
კვერცხი - 1 ცალი
გახეხილი ყველი - 30 გ
არაჟანი - 2 ს/კ
შავი ქლიავის ჩირი - 6 ცალი
ნიგოზი - 6 ცალი
კიტრი - 50 გ
მარილი და პილპილი
მდოგვი - 1/2 ჩ/კ
ოხრახუში და კამა
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ პილპილი, მარილი და გახეხილი ყველი.
შეწვით ბლინი ორივე მხრიდან, გაჭერით შუაზე და გააკეთეთ თითოეულისგან ძაბრის ფორმის პაკეტი.
ყველა დანარჩენი ინგრედიენტი დაჭერით ჩხირებად, ნიგოზი დაჭერით წვრილად.
არაჯანში აურიეთ მდოგვი და მარილი, მოასხით სალათს და ამოურიეთ.
გაავსეთ სალათით ომლეტის "რქები". მოათავსეთ თეფშზე ისე, რომ გულსართი არ გადმოიყაროს. მორთეთ მწვანილით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |