Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საახალწლო სალათა ბავშვებისთვის - ყვითელი ძაღლი / saaxalwlo salata bavshvebistvis - yviteli dzaghli
2017-12-16, 1:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი - 2 ცალი
ქათმის ფილე - 300 გ
მაიონეზი - 3 ს/კ
მარილი და პილპილი
პომიდორი - 1 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კიტრი - 1-2 ცალი
ზეთისხილი - 3-4 ცალი
მიხაკი - 6 ცალი

მომზადების წესი:
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, ასევე მოხარშეთ ქათმის ფილე, სტაფილო და კვერცხი.
როცა ყველაფერი მოიხარშება, გაფცქვენით კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი.
კარტოფილი და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყართ ღრმა თასში.
ასევე პატარა ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე, კიტრი და კვერცხი. დაუმატეთ ბოსტნეულს ღრმა თასში.
დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი. კარგად ამოურიეთ.
გადაიტანეთ სალათა გაშლილ თეფშზე და მიეცით ძაღლის თავის ფორმა.
დარჩენილი მოხარშული კვერცხი გააცალკევეთ ცილა და გული. გული გახეხეთ წვრილად დამოაყარეთ ძაღლის სახეზე.
გახეხეთ ცილაც და გაუკეთეთ ძაღლს ყურები და დრუნჩი.
დაჭერით ზეთისხილი და გაუკეთეთ ძაღლს თვალები და ცხვირი.
პომიდვრით გაუკეთეთ ენა. ხოლო მიხაკის ყვავილებით - ულვაშები.
ესაც მხიარული და გემრიელი ძაღლუკა მზად არის.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ახალი წელი, saaxalwlo kerdzi, saaxalwlo, სალათა, salatebi, salata, ყვითელი ძაღლი, საახალწლო კერძი, yviteli dzagli, saakhaltslo ნანახია: 1031 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]