Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი საშობაო ღვეზელი / ugemrielesi sashobao ghvezeli
2017-12-19, 0:20 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გრ. ფქვილი
150 გრ. მანანის ბურღული
150 გრ. ყველი ედამი
150 გრ. ჩედარი
150 გრ. გაუდა
4 კვერცხი
300 გრ. ლორი
200 გრ. არაჟანი
200 გრ. მაწონი
50 გრ. პომიდვრის ჩირი
10 გრ. გამაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი სოდა
ჩერი პომიდორი

მომზადების წესი:
გარეცხეთ კვერცხი, შემდეგ გატეხეთ და მოათავსეთ ჯამში. ათქვიფეთ. არაჟანი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, მოურიეთ. როდესაც ამოფუვდება დაუმატეთ კვერცხს და კარგად გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მანანის ბურღული, მორევა არ შეწყვიტოთ. როდესაც მიიღებთ სქელ, ერთგვაროვან მასას, კოშტების გარეშე, დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, გახეხილი ყველი და პომიდვრის ჩირი ზეთის გარეშე. მცირეოდენი ყველი მოიტოვეთ ზევიდან მოსაყრელად. ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ხის კოვზით. მოამზადეთ ფორმა, რაშიც გსურთ რომ გამოაცხოთ ღვეზელი.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ ღუმელში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ მოათავსეთ ცომი, ისე რომ მისი ზედაპირი თანაბრად იყოს გადანაწილებული. მოათვასეთ გამოსაცხობი ფორმა ღუმელის შუა ნაწილში და გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. 5 წუთით ადრე ზედაპირზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი და როდესაც მოიბრაწება გამოიღეთ ღუმელიდან.
მიირთვით ოდნავ მობრაწულ ჩერი პომიდორთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საახალწლო, ghvezeli, sashobao kerdzi, pomidori cheri, kveli edami, ყველი, ღვეზელი, საშობაო, kveli chedari, kveli gauda ნანახია: 1076 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]