Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარტივი და გემრიელი - მსხალის ნამცხვარი / martivi da gemrieli - mskhalis namckhvari
2017-09-11, 12:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ცალი პატარა მწიფე მსხალი
250 გრ. კარაქი
1 ცალი ლიმონის ცედრა
250 გრ. შაქარი
1⁄4 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
4 ცალი კვერცხი
250 გრ. ფქვილი
1⁄2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. წაუსვით ცხიმი 24 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს.
2. მიქსერით კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი ფაფუკი და თეთრი ფერის მასის მიღებამდე თქვიფეთ.
3. შეურიეთ კვერცხი სათითაოდ. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.
4. სხვა თასში ერთად ჩაცერით ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.
5. ფქვილის ნაზავი კვერცხის ნაზავს ნელ–ნელა შეურიეთ. ზედმეტი თქვეფა საჭირო არაა.
6. ცომის ნახევარი გამზადებულ საცხობ ლანგარზე დაასხით. მოალაგეთ გათლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი მსხალი. დაასხით ცომის დარჩენილი ნახევარი.
7. აცხვეთ დაახლოებით 60 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.
8. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mskhlis namckhvari, kvercxi, namcxvari, მსხალი, karaqi, ნამცხვარი, msxali, namckhvari, msxlis namcxvari, mskhali ნანახია: 1280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]