Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლაჰმაჯუნი / lahmajuni
2015-10-14, 8:15 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი 7 გრამიანი საფუარის პაკეტი
1 კვერცხი
80 მლ. (1/3 ჭიქა) ზეითუნის ზეთი
300 გრ. (2 ჭიქა) გაცრილი ფქვილი და დამატებით მოსაყრელად
1 სუფრის კოვზი შაქარი

მოსართავად:

60 მლ. (1/4 ჭიქა) ზეითუნის ზეთი
6 დაჭრილი ნივრის კბილი
6 ცალი პომიდორი, დაჭრილი
2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა
3 ჩაის კოვზი თუთუბო
1 ჩაის კოვზი ბულგარული წიწაკა
1 ჩაის კოვზი გამხმარი ჩილის ფანტელი
400 გრ. ბატკნის ხორცის ფარში
70 გრ. (1/4 ჭიქა) ტაჰინი (ქუნჯუთის მარცვლებისა და ზეითუნის ზეთის სოუსი)
½ ლიმონის წვენი
50 გრ. (1/3 ჭიქა) მოხალული ფიჭვის კაკალი (შესაძლებელია ნიგოზიც)
2 სუფრის კოვზი ფართოფოთლებიანი დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი:
1. თასში, 80 მლ. თბილ წყალში, გახსენით საფუარი. დადგით თბილ და დახურულ ადგილას 10 წუთით, სანამ ნარევი არ გაიკეთებს ბუშტუკებს.

2. ათქვიფეთ კვერცხი და ზეითუნის ზეთი პატარა თასში. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხისა და საფუარის ნაზავი. თქვიფეთ ცომის საზელით დაბალ სიჩქარეზე, ცომის მიღებამდე, შემდეგ ზილეთ დამატებით 6 წუთით, სანამ არ გახდება გლუვი და ელასტიური. დაფარეთ ნოტიო ჩაის ტილოთი და დადგით თბილ და დახურულ ადგილას ერთი საათით ან ცომის ამოსვლამდე.

3. გადმოიღეთ ცომი ფქვილიან დაფაზე, გაყავით ოთხ თანაბარ გუნდად და გააბრტყელეთ 22სმ. მრგვალ ფორმებად. მოათავსეთ ოთხ პერგამენტიან (კალკა) ლანგარზე, დააფარეთ ნოტიო ჩაის ტილო და გადადგით 1 საათით ან ოდნავ აფუებამდე.

4. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200°C–ზე. ამასობაში გააკეთეთ მოსართავი, ტაფაზე, საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. დაამატეთ ნიორი და თუშეთ ორიოდე წუთით ან მანამ, სანამ სურნელს არ აუშვებს. დაამატეთ პომიდორი და თუშეთ კიდევ 15 წუთით ან სანამ სითხე არ მოიკლებს, თან პომიდორს დააწექით. დაამატეთ ტომატის პასტა, თუთუბო, ბულგარული წიწაკა და ჩილი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ურიეთ 1 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შეურიეთ ფარში და შეაზავეთ მარილით და პილპილით.

5. წაუსვით ცომებს დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი, შემდეგ მოაყარეთ ფარშის მოსართავი. აცხვეთ ყველა პიცა ერთად 20 წუთის განმავლობაში ან სანამ ოქროსფრად არ დაიფერება და ხრაშუნა არ გახდება.

6. აურიეთ თასში ტაჰინი და ლიმონის წვენი და შეაზავეთ გემოვნებით. მოასხურეთ პიცას მიღებული ნაზავი და მოაპნიეთ კაკალი და ოხრახუში. მიირთვით ცხელი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, кулинарные рецепты, mzareuli receptebi kulinaria ნანახია: 1427 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]