Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხბოს ნეკნები კარტოფილით, სატაცურით და ჰოლანდიური სოუსით / khbos neknebi kartofilit, satacurit da holandiuri sousit
2015-09-06, 11:14 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხბოს ნეკნი – 2 კგ
კარტოფილი – 2კგ
რძე – 300 მლ
კარაქი – 150 გრ.
გასუფთავებული სატაცური – 400 გრ.
დიჟონის მდოგვი – 150 გრამი
ზეითუნის ზეთი – 50 გრამი
პილპილი – 10 გრამი
მარილი გემოვნებით

ჰოლანდიური სოუსისთვის

კვერცხის გული – 6 ცალი
ლიმონი – 1 ცალი
წყალი – 1 ს/კ
გამდნარი კარაქი – 1 ჭიქა (200 გრ. დაახლლოებით)
წითელი წიწაკა (დაფქვილი) – 5 გრამი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
მოვამზადოთ ჰოლადიური სოუსი: გამოვწუროთ ლიმონი. შემდეგ კვერცხის გული, წყალი, ლიმნის წვენი, წიწაკა და მარილი გავთქვიფოთ და შემოვდგათ წყლის აბაზანაზე (ორთქლზე) , ნელნელა ვამატოთ გამდნარი კარაქი და ვთქვიფოთ (დაახლოებით 8 წუთი), არ მივიყვანოთ ადუღებამდე. პერიოდულად გადმოვიღოთ აბაზანიდან , შესქელებისთანავე გადმოვდგათ და მაშინვე გამოვიყენოთ.

ხბოს ნეკნები დავამუშაოთ, ძვლის ნაწილი გავასუფთოთ ხორცისგან, წავუსვათ დიჟონის მდოგვი და შევწვათ გრილზე. სატაცური 2-3 წუთით ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და ასევე გრილზე შევწვათ, მოვაყაროთ პილპილით და ზეითუნის ზეთი.

პარალელურად მოვამზადოთ კარტოფილის პიურე: გავფრცქვნათ კარტოფილი და გაფრცქვნილი კარტოფილი მოვხარშოთ, დავამატოთ რძე და კარაქი, შევაზავოთ პილპილით და მარილით.

გადავიტანოთ თეფშზე ცხელი პიურე, შემწვარი ნეკნები და სატაცური. ბოლოს მოვასხათ ჰოლანდიური სოუსი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, mzare, кулинарные рецепты ნანახია: 1502 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]