Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამდვილი ინდური კარი ქათმით / namdvili induri kari qatmit
2015-10-14, 8:12 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
წითელი წიწაკის პასტის მოსამზადებლად:

2 წითელი წიწაკა, თესლგაცლილი და დაკეპილი
ნახევარი თავი წითელი ხახვი, მსხვილად დაჭრილი
1×2 სმ. ზომის ჯანჯაფილის (კოჭას) კუბიკი, დაკეპილი
5 ცალი დანაყილი ნივრის კბილი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
2 ჩაის კოვზი დაფქვილი ძირა
ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა
70 გ. ნუშის ფანტელები
მწიკვი კაიენის წიწაკა, თუ მეტად ცხარე გნებავთ, დაუმატეთ გამხმარი ჩილის ფანტელები, წითელი ჩილი, შებოლილი პაპრიკა

სოუსისთვის:

1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
8 ცალი 2 ან 3 ნაჭრად გაჭრილი ქათმის ბარკლის ფილე
300 მლ. ქათმის ბულიონი
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი
ახალი ქინძი, დაკეპილი

მომზადების წესი:
მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში წიწაკის პასტის ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ მწიკვი მარილი და დღვიბეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
კარგად გააცხელეთ ზეთი დიდ, სქელძირიან ტაფაზე. დაასხით მასზე მიღებული მასა და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთით. დროდადრო მოურიეთ.
დაამატეთ ქათმის ხორცის ნაჭრები, კარგად შეაზავეთ სანელებლებით და გააჩერეთ კიდევ 10 წუთით, დროდადრო ხორცი გადააბრუნეთ. დაამატეთ იმდენი ბულიონი, რომ სოუსი არ გათხელდეს, და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ ტემპერატურა მინიმუმამდე შეამცირეთ და დაუფარებლად კიდევ 15 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე.
დასასრულს, დაამატეთ ლიმონის ნაჭერი, მოაყარეთ ქინძი და გასინჯეთ, კარგად არის თუ არა შეზავებული სუნელებით. გემრიელად მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mzareuli receptebi kulinaria, кулинарные рецепты, cockery recipes, кулинария, receptebi, kulinariuli recepti, კულინარიული რეცეპტები, მზარეული, კულინარია ნანახია: 1402 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]