Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი ბრინჯი ჩინურად / shemtsvari brinji chinurad
2015-10-14, 8:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ათქვეფილი კვერცხი
¼ ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
1 წვრილად დაჭრილი სტაფილო
½ ჭიქა გაყინული ბარდა
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 ჭიქა წინასწარ მომზადებული და უკვე გაცივებული ბრინჯი
1 ქათმის ბულიონის კუბიკი
2 სუფრის კოვზი წყალი
¼ სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი
3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
2 ჩაის კოვზი ქუნჯუთის ზეთი

მომზადების წესი:
1. დადგით მოზრდილი ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეწვით კვერცხი სწრაფი მეთოდით და დააქუცმაცეთ. ამოიღეთ ტაფიდან და დროებით გადადეთ.

2. დაასხით ტაფაზე კიდევ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ბარდა. თუშეთ და თან ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

3. გაალღვეთ ბულიონის კუბიკი 2 სუფრის კოვზ წყალში. დაასხით ტაფაზე და დაამატეთ ცივი ბრინჯი, ნივრის ფხვნილი, სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი. მსუბუქად მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს, და გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.

ბრინჯი მომზადებისას აუცილებლად ცივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წებოვანი იქნება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, mzareuli receptebi kulinaria, кулинарные рецепты ნანახია: 1338 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]