Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საზაფხულო ტოლმა / sazafkhulo tolma - kulinaria, mzareuli, receptebi
2013-10-02, 4:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფარში შერეული 1კგ
მრგვალი ბრინჯი 100გრ
ხახვი 2ც
დაფქული შავი წიწაკა 1ჩ/კ
წითელი პომიდორი 500გრ
ბადრიჯანი 500გრ
ნივრის კბილი 4ც
ქინძი 1კონა
მარილი 2,5ჩ/კ
მწვანე ბულგარული 500გრ
ზეთი 100მლ
რეჰანი 1კონა
მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ ნახევრად, გადავწუროთ წყალი და გადავავლოთ ცივი წყალი. ხახვი და ქინძი დავაბლენდეროთ, ან წვრილად დავჭრად და შევურიოთ ფარშს.

შევურიოთ ასევე სანელებლები: მარილი, დაფქული წიწაკა.
ამის მერე კარგად ამოვურიოთ ფარშს.

ბოსტნეულის არჩევანი თქვენზეა, თუმცა პომიდორი და ბულგარული აუცილებელია. ბადრიჯნები უნდა იყოს პატარა ზომისები. ბულგარულს მოვაჭრათ ყუნძი და გამოვაცალოთ თესლები დანით, ბადრიჯანსაც მოვაჭრათ ყუნწი და გამოვუღოთ რბილობი ფრთხილად დანით, პომიდორებსაც ფრთხილად მოვაჭრათ ზედა ნაწილი და ამოვუღოთ რბილობი ჩაის კოვზით, გადავდოთ ცალკე ჭურჭელში.

შევავსოთ ბოსტნეული ფარშით, ამოვავსოთ ყველა ნაპრალი, არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცე.

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი დაახლოებით ორი თითის სიმაღლეზე.(ზეითუის ზეთი არ გამოგვადგება ამჯერად) ჩავალაგოთ ბოსტნეული ფენებად – ბულგარული, ბადრიჯანი და პომიდორი. ეცადეთ ბოსტნეული ჩაალაგოთ ძალიან მჭიდროდ, სიცარიელეების შევსება შეიძლება ფარშის ბურთულებით.

პომიდვრის რბილობს ვჭრით დანით, ვამატებთ დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, ვამატებთ მარილს და ნახევარ ჭიქა წყალს.

მოვასხათ ეს მასა ბოსტნეულს, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი რეჰანი და დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე.

როცა დუღილს დაიწყებს დავუწიოთ გაზს, დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვადუღოთ 1,5-2 საათი. მაგიდასთან მიტანა შეიძლება მწვანილით, რეჰანით და არაჟნით.
გემრიელად მიირთვით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: кулинарные рецепты, სამზარეულო, kulinariya, кулинария, receptebi, world cookery, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, კულინარია ნანახია: 3030 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]