Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორციანი ბლინები / khorciani blinebi
2014-03-01, 10:02 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
0.5 კგ. მსუქანი რბილი ხორცი
1 თავი ხახვი
1 ჩ.ჭ. პურის ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 ჩ.ჭ. რძე/ანადუღარი წყალი
პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი

მომზადების წესი:
ხორცი ჩადეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად. წყალში ან რძეში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. თუ კარგად ვერ გალესავთ, გაატარეთ საცერში. ცომი თხელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს.
მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე; დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ერთად. როცა ცოტათი დაიბრაწება, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაზავეთ პილპილითა და მარილით.
გააცხელეთ ტაფა (სასურველია თუჯის), მოაყარეთ მარილი და კარგად გაახურეთ. შემდეგ მოაცილეთ მარილი ტაფას, გაწმინდეთ ჩვრით და დაასხით ერთი მოზრდილი კოვზი ცომი. ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მთელ სივრცეზე სწრაფად გაიშალოს. როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივენაირად მოამზადეთ დანარჩენი ბლინებიც.
თითოეული ბლინის დაბრაწულ გვერდზე სუფრის კოვზით დადეთ გულსართი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1588 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]