Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღუმელში შემწვარი ხორცი სუნელებით / ghumelshi shemtscvari khorci sunelebit
2014-02-26, 4:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1.5 კგ საქონლის ფილე, სასურველია მარმარილოს ეფექტით (ანუ ცხიმის ძაფებით)
100 მლ წითელი ღვინო
1 ტოტი როზმარინი
1-2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. ქონდარი
3-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. ახალდაფქული შავი პილპილი
1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
0,5 ჩ.კ. შაქარი
2-3 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი

მომზადების წესი:
ნიორი დავკეპოთ, დავასხათ ზეთი, დავამატოთ მარილი, შაქარი, წიწაკა, პილპილი, ქონდარი. ხორცი ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ, კარგად შევაზილოთ მარინადი, მათ შორის ჩაჩხვლეტილ ადგილებშიც, რათა ნივრისა და სუნელების არომატმა ყველგან შეაღწიოს.

გადავიტანოთ ტაფაში, მოვაყაროთ როზმარინის ფოთლები, მოვასხათ ღვინო, ჩავამატოთ დაფნა და ფოლგა გადავაფაროთ. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად ტაფაში დაგროვილი სითხე ზედ ვასხათ ხორცს.

მომზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც ხორცის ხარისხზე, ასევე ჩვენს გემოვნებაზე, რამდენად შემწვარი გვინდა რომ იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხორცი ნახევრად შემწვარია, ანუ როგორც მზარეულები უწოდებენ medium rare, თუმცა რბილია და არომატული.

მის მომზადებას ღუმელში საათ-ნახევარი დასჭირდა. მივირთვათ სასურველი ბოსტნეულის სალათასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1520 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]