Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს კექსი ლიმონით / khachos keqsi limonit - kulinaria, qartuli samzareulo, receptebi
2013-10-02, 4:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხაჭო 250გრ
ფქვილი 200გრ
შაქარი 170გრ
კარაქი 20გრ(1ს/კ)
კვერცხი 3ც
ლიმონი 1ც
სოდა 1,5ჩ/კ ან გამაფხვიერებელი
ხაჭოს კექსი ცხიმის დაბალი შემცველობით გამოადგება მათ, ვინც დიეტაზეა, კექსი გამოდის ფუმფულა და ლიმნის არომატიანი. ხაჭოს გემო კექსში არ იგრძნობა, ლიმონი გამოიყენება მთლიანად, ანუ კანიანად.

მომზადების წესი:
ლიმონს მოაჭერით თავი და ბოლო, დაჭერით რგოლებად და გამოაცალეთ კურკები.



დააბლენდერეთ ლიმონი.



დარბილებური კარაქი აურიეთ შაქარში.



დაუმატეთ ხაჭო და ამოურიეთ.



დაამატეთ დაბლენდერებული ლიმონი და კვერცხი, აურიეთ კარგად .



დაამატეთ სოდა და ისევ ამოურიეთ.



დაიცადეთ 1-2წუთი, ამ დროისთვის მასა დაიწყებს გაფუებას სოდა და ლიმონი რეაგირებს ერთმანეთზე. მასა უნდა გაიზარდოს 2-3-ჯერ.



დაამატეთ ფქვილი, ამოურიეთ, გაფუებული მასა ამ დროს დაჯდება.



ჩაასხით ცომი კარაქწასმულ ფორმაში, შედგით 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 1საათის მანძილზე. მზაობა შეამოწმეთ კბილის საწმენდი ჩხირით, თუ ჩხირს ცომი ამოყვა გააგრძელეთ ცხობა, თუ ჩხირი სუფთა ამოიღეთ მასიდან ე.ი კექსი მზადაა.



მზა კექსი გამოდის ყავისფერთავიანი და პრიალა.



თავზე სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან მოასხათ რამე გლაზური.

პ.ს თუ გამოიყენებთ 0%-იან ხაჭოს და მარგარინს კარაქის ნაცვლად კიდევ უფრო დაბალკალორიული გამოგივათ, თუმცა ისედაც დაბალკალორიულია სხვა კექსებთან შედარებით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 4328 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]