Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჟოლოს ღვეზელი ნუშით
2013-10-07, 7:22 PM
www.auf.ge -

ღვეზელის ერთი ულუფა 440 კკლ შეიცავს. რეცეპტი 20 ულუფისთვის.

შემადგენლობა:
1 კგ ჟოლო
500 გ. კარაქი
400 გ. შაქარი
2 შეკვრა ვანილი
10 კვერცხი
500 გ. ფქვილი
100გ. ნუში
სოდა.

მომზადების წესი:
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. ჟოლო გარეცხეთ და დაყარეთ საწურზე, რათა დაიწრიტოს.
დარბილებული კარაქი გათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად ისე, რომ ჰაეროვანი მასა მიიღოთ.

დაამატეთ კვერცხი და მანამდე თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, შემდეგ შეურიეთ ფქვილი, სოდა და გააკეთეთ ნაზი ცომი.

ცომი გადაიტანეთ სპეციალურ გამოსაცხობ ქაღალდზე და თანაბრად გადაანაწილეთ. ზევიდან დაალაგეთ ჟოლო სქელ ფენად, ბოლოს კი მოაყარეთ ნუში და შედგით ღუმელში. აცხვეთ 50-55 წუთი.





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1654 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]