Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კურდღელი ღვინოში ბერძნულად (კუნელი სტიფადო)
2013-11-07, 3:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 საშუალო ზომის კურდღელი,
1 კგ ხახვის პატარა თავები,
2 თავი მოზრდილი ხახვი,
5 კბილი ნიორი,
400 გ დაკონსერვებული პამიდორი,
100 მლ წყალი,
4 ცალი დაფნის ფოთოლი,
50 მლ მშრალი წითელი ღვინო,
1 ჭიქა წყალი,
2 ჩხირი დარიჩინი,
5 წიწვი როზმარინი,
5 მარცვალი შავი პილპილი,
0.5 ჩ.კ. შაქარი,
100 მლ ძმარი,
მარილი, წიწაკა - გემოვნებით,
ზეითუნის ზეთი - შესაწვავად.

მომზადების წესი:
მოვამზადოთ მარინადი – 2 დაფნის ფოთოლი, წყალი, ძმარი, როზმარინი, 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 ალყა-ალყა ხახვი დაჭრილი ავურიოთ და მასში მოვათავსოთ დაჭრილი კურდღელი. მარინადში ხორცი რამდენიმე საათი გავაჩეროთ, სასურველია მთელი ღამე, შემდეგ ამოვიღოთ და შევამშრალოთ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და 1 კბილ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად მოვშუშოთ 1 თავი დაჭრილი ხახვი. დავამატოთ ხორცი და შევბრაწოთ. დავასხათ წყალი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ მთლიანი პატარა ხახვები 1 კბილ ნიორთან ერთად შემდეგ გადავიტანოთ კურდღლის ხორციან ქვაბში. დავუმატოთ ღვინო, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, პამიდორი, დარიჩინი, შაქარი, პილპილი, წიწაკა, მარილი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ მომზადებამდე. წვენი უნდა ჩასქელდეს. დარიჩინის ჩხირები ამოვიღოთ შუშვის ბოლოს. კურდღლის სტიფადო სუფრასთან მიაქვთ მწვანე სალათასა და ფეტასთან ერთად.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1662 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]