Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვანილის ნაყინი - kulinaria, mzareuli, receptebi
2013-10-02, 4:08 PM
www.auf.ge -

სახლში მომზადებული უნაზესი ვანილის ნაყინი ზღაპრული დესერტია, იგი არ მოითხოვს სერიოზულ დროს და ბევრ ინგრედიენტს. სიამოვნებას მოგანიჭებთ ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენ, თქვენს ოჯახსა და მეგობრებს.
მომზადების დრო 30წთ
პორცია 5

შემადგენლობა:
ვანილი 1 შეკვრა
კვერცხის გული 5ც
ნაღები 30-33% 250მლ
რძე 250გრ
შაქარი 90გრ

მომზადების წესი:
რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაყარეთ ვანილი და მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით გაზიდან და დააცადეთ შეგრილება 7-10 წუთის მანძილზე.

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად შაქრის გალღობამდე და მასის გათეთრებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ რძიან ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე სანამ მასა არ შესქელდება, თან გამუდმებით ვურიოთ. კრემი არ უნდა გამოვიდეს ძალიან სქელი, კონსისტენციით უნდა გავდეს ბლინების ცომს.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით, დავიწყოთ მინიმალური სიჩქარით და ავიყვანოთ მაქსიმალურამდე. ათქვეფილი ნაღები დავამატოთ გაციებულ(!) კრემს და ვურიოთ სანამ მასა ერთგავროვანი არ გახდება.

ჩავასხათ მიღებული მასა ფორმაში და შევდგათ მთელი ღამით საყინულეში. ამ დროის მანძილზე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან და 2-3-ჯერ უნდა ათქვიფოთ, შემდეგ ისევ შევაბრუნოთ საყინულეში. ეს კეთდება იმიტომ, რომ თავი ავარიდოთ კოლტებს. ნაყინის სუფრასთან მიტანა შეიძლება შარიკების სახით სპეციალური კოვზის საშუალებით ან შეიძლება დავჭრად კუბიკებად. ნაყინი უხდება ნებისმიერ სიროფს, კენკროვნებს, ცოცხალ ან დაკონსერვებულ ხილს, გახეხილ ან გამდნარ შოკოლადს, ჯემს, დაჭრილ ნიგოზს და ქიშმიშს. შეიძლება მორთოთ პიტნის ფოთლებით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1923 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]