Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზი ნუშის საფანელში
2013-12-09, 7:00 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 თავი ხახვი,
1 კბილი ნიორი,
1 ცალი პატარა ლიმონი,
2 ს.კ. ზეთი,
300 გ პამიდორი ჩერი,
75 მლ თეთრი ღვინო ან ბულიონი,
4 ს.კ. დაფქული ნუში,
4 ნაჭერი თეთრი თევზის ფილე (თითო 75 გ),
1 კონა ოხრახუში,
მარილი, პილპილი, ხმელი ბეგქონდარა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ლიმონს მოვაცალოთ ცედრა. ნიორი და ხახვი 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი, დავასხათ ღვინო და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვშუშოთ. ამასობაში ნუში, ლიმონის ცედრა, ბეგქონდარა, მარილი და პილპილი ავურიოთ. საფანელში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და ზეთდასხმულ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე მსუბუქად შევბრაწოთ, შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წუთით შევდგათ. პამიდორს დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და თევზთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

მასალის წყარო: Vinoge.Com






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1514 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]