Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

წითელი მხალის მაფინები
2013-12-09, 7:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გ ახალი ხაჭო-ყველი,
1 თავი წითელი ხახვი,
5 ცალი კარტოფილი,
1 კგ წითელი მხალი,
50 გ პარმეზანი,
50 გ კედრის თესლი,
1 კონა კამა,
300 გ რიკოტა ან სქელი ნადუღი,
80 მლ არაჟანი,
1 ცალი კვერცხი,
2 ს.კ. ზეთი,
მარილი, პილპილი, რუკოლა – გემოვნებით

მომზადების წესი:
ნადუღი და ხაჭო-ყველი გადავწუროთ, კარგად რომ დაიწრიტოს წვენისაგან. ხახვი და კარტოფილი წვრილად დავჭრათ. მხლის ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ და თუშფალანგზე მოვათავსოთ დასაწრეტად. კარტოფილი 1-2 წუთით მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ, შემდეგ გადავწუროთ, ცივი წყალი გადავავლოთ და საწურზე მოვათავსოთ, რომ დაიწრიტოს. კამა წვრილად დავკეპოთ. პარმეზანი გავხეხოთ. კედრის თესლი მოვხალოთ და მსხვილად დავფქვათ. მაფინის 12 ფორმას წავუსვათ ზეთი. რიკოტა გავთქვიფოთ, დავუმატოთ ხაჭო-ყველი, კვერცხი, არაჟანი, მარილი და პილპილი. წითელი მხლის ფოთლები წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ რიკოტას მასას. ავურიოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. მასა მოვათავსოთ ფორმებში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე.

მასალის წყარო: Vinoge.Com






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1515 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]